Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების შეთავაზებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი sCool card-თან და „ჯიბის სტუდიასთან" ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინ გაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ და პრაქტიკულ ხერხებს თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველები თუ საგნები. ვიდეო გაკვეთილების სერია მსურველთათვის სრულიად უფასოა. თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინ გაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურად არის აღწერილი.

იმისათვის რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა, ისინი უნდა ეწვიონ ბმულს: https://bit.ly/BOGpocketstudi

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს